|
2020-10-02 10:33:00, 548 ნახვა
კომენტარი
მაია ბითაძე - „ქართულ ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა
„ქართულ ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ პარტიის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამას გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება - დემოკრატიული გარემოსდაცვითი მმართველობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლისა და ჰაერის დაცვა, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა. „ „ქართულ ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა. 2012 წლიდან დღემდე აღდგა და გაფართოვდა სრულიად მოშლილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი. პირველად საქართველოში, სტიქიური მოვლენების რისკის პრევენციის მიზნით, დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ატმოსფერული ჰაერის დაცვას, გამკაცრდა მოთხოვნები საწვავის ხარისხის მიმართ - დღეს, საქართველოში ,,ევრო - 5" სტანდარტის ბენზინს მოვიხმართ. შეიქმნა საფუძვლები ამტვერებადი მასალის კონტროლის კუთხით, შეიქმნა კანონმდებლობა ტყის, ნარჩენების, რადიაციული უსაფრთხოების, საზოგადოების ჩართულობისა და გარემოს დაცვითი მმართველობის სფეროებში. შეიქმნა 26 ახალი დაცული ტერიტორია - 281 ათასი ჰექტრით გაფართოვდა დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და მან საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი მოიცვა. დაინერგა ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის 500 კილომეტრზე მეტი სატყეო გზა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება" ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით. მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი გაიზრდება და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას იმისთვის, რომ ნარჩენიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით“ , - გამაცხადა ბითაძემ.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)