10:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 02:22:57, 598 ნახვა

საზოგადოება
ხელვაჩაურში მძიმე ტექნიკით სამაშველო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკით სამაშველო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ადგილზე გამოჩნდა ტექნიკის ნაწილი.

სტიქიის ადგილზე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია, ამიტომ ტექნიკის მიყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ჯგუფები. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. „სოფელში ადამიანებს ეძებენ“  – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ადგილობრივების თქმით, მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა.

სოფელ ჯოჭოში, სტიქიის ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობა მუშაობს. ეძებენ, სავარაუდოდ, 5 ადამიანს, ავტომობილში მხდომთ და სახლში მყოფ პირებს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics