22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 00:57:44, 430 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა -  თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა” , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თქვენ ნახეთ მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ,,ქართულმა ოცნებამ"  წარმოადგინა.  ჩვენ ვეცადეთ, რომ ორი საათის განმავლობაში ძალიან მოკლედ გვეთქვა, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები სულ რამდენიმე წინადადებაში ატევენ ხოლმე გასაკეთებელ საქმეს და დაპირებებს, იმას კი, თუ რამდენად რეალურია ეს  მონაცემები,  თქვენც ძალიან კარგად ხედავთ.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც, თუ  ერთ წინადადებაში ჩავატევთ, შეიძლება ვთვქათ, რომ არის საზოგადოების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ განცხადების და დაპირების სითამამის საფუძველს გვაძლევს ის დინამიკა, რაც განვითარების თვალსაზრისით აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ის  ინერცია და  სტარტი, რომელიც ჩვენ  უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის 8 წელია ავიღეთ. 4 წლის განმავლობაში კი უკვე ამ თამამ განაცხადსაც შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics