22:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 21:30:43, 605 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი, ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა

საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორცმსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთევროპის რეგიონში კი ნომერ პირველირეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნოპროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისასდა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობსეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც  უზრუნველყოფს  ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურწინსვლას.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნულირეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვემომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდენიშნულს.

„მყარად იქნება დაცული საკუთრებისხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზროეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტოგადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდებასახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერიპროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნისსაგარეო ეკონომიკური ურთიერთობები", -აღნიშნაივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით,2024 წლისთვის უზრუნველყოფილიიქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმებით გათვალისწინებულივალდებულებების 85%-ის შესრულება.

„დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის,საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთაშესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადოდავების რეფორმები. შედეგად, ქართულიეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდებაპანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულმცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კინიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში დასაქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას  ევროპულეკონომიკურ სივრცესთან", - განაცხადა ფინანსთამინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics