|
2020-10-01 21:12:52, 425 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი ძირითადი პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი ძირითადი პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო - ოკუპაცია და სიღარიბე. მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება. ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების განხორციელებაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, აამაღლებს კეთილდღეობის დონეს და გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, ადამიანებს მისცემს განვითარებისა და თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოებრივი განვითარების ევროპული სტანდარტი, საითკენაც მიისწრაფვის სახელმწიფო. კობახიძის აზრით, საქართველოში ამ სტანდარტის სრული მასშტაბით დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. "ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად.
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)