21:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 14:01:49, 557 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნები დღევანდელი ჭაობის შენარჩუნებას ცდილობენ

„ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ყველა ოჯახში ერთი და იგივე სურათია - უიმედობა, „ფეხებზე დაკიდება“.

 „ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა ოჯახში, ერთი და იგივე სურათია, უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმის, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანს არ აძლევს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს წინსვლისა.

მთავრობა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ძალიან მცირედით კმაყოფილდება და დანარჩენს უტოვებს ჩვენს ოჯახებს, რათა ჩვენ  საკუთარი შრომით მოვიპოვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა. ეს არის ევროპული საქართველოს გეზი და სწორედ ევროპული საქართველო ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდა ყველგან ჩვენზე იძახის, რომ ეს იგივე ნაციონალური მოძრაობაა, რადგან ეშინიათ ჩვენი ხედვის და იმ გარდამტეხი ცვლილებების, რომელთაც ჩვენ, ევროპული საქართველო მოვიტანთ. სააკაშვილის პროპაგანდა, ასევე იგივე ნიაღვარით გვაბრალებს შეკვრას ოცნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს  ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ“, -აცხადებს ბოკერია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics