21:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 12:50:46, 579 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სააკაშვილი და მისი გარემოცვა 2012 წლამდე წარსულში დაბრუნების ნოსტალგიითაა შეპყრობილი

„სააკაშვილსა და მის გარემოცვას სურს 2012 წლამდე წარსულში დაბრუნება და ამ ნოსტალგიითაა შეპყრობილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სააკაშვილის გუნდის წევრები იყვნენ, ახლა „ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული აქვს რა იყო სწორი და რა არასწორი.

„დღევანდელი ვითარება არანაირი შანსს არ აძლევს ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს წინსვლისთვის. სააკაშვილსა და მის გარემოცვას სურს 2012 წლამდე წარსულში დაბრუნება და ამ ნოსტალგიითაა შეპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ლიდერი იყო, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, მნიშვნელოვან ნაწილს გააზრებული გვაქვს რა იყო სწორი და რა არასწორი. გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კი არ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი კი არ ჩამოვიცილოთ, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა და გეზი“, - განაცხადა ბოკერია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics