2020-10-01 11:49:15, 1127 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ეპიდემიდემიოლოგიური უსაფრთხოების ხარისხი სკოლებში მაღალია
„ეპიდემიდემიოლოგიური უსაფრთხოების ხარისხი სკოლებში არის მაღალი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლების დიდი ნაწილი მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის.
„ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებით მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში(1-ელიდან მე-6 კლასამდე) დავუშვით საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა მაღალია. შრომის ინსპექტირების სამსახურმა შეამოწმა სკოლები და მათი დიდი ნაწილი მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევებში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიდემიოლოგიური უსაფრთხოების ხარისხი სკოლებში არის მაღალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან