20:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 13:40:21, 522 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება

ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შტაბში მივიდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო ის ძალადობის ფაქტები, რომლებსაც გლდანსა და სხვა რაიონებში ჰქონდა ადგილი.

„არჩევნები ხელისფლებისთვის გახდა იმდენად საშიში, რომ ისინი ადამიანებს წირავენ სიკვდილისთვის. კორპუსიდან ნასროლი ქვა რომ ვინმეს მოხვედროდა, სიცოცხლისთვის იქნებოდა საშიში. ნაცვლად შეშინებისა, ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, მოგვცემს კიდევ უფრო დიდ ძალას და უფრო გაგვაერთიანებს. ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება. ერთ-ერთი დაპირება, რასაც მე და ნიკა მელია ვდებთ არის ის, რომ  არასოდეს არჩევნები, პოლიტიკური ბრძოლა აღარ გავა ქვების სროლაზე, ძალადობაზე, გახლეჩაზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცივილიზებულ, პატივისცემაზე დაფუძნებულ კონკურენციას. ამის სიმბოლო იქნება ნიკას და მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics