19:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 12:36:58, 739 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციის დროს, კვერცხებისა და პომიდვრების სროლისთვის ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მისი დაკავება ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics