07:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 12:39:37, 606 ნახვა

რეგიონი
გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა.

„აქ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახით.

ასფალტირებული საავტომობილო გზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო და გაივლის ნამანევის თემის სოფლებს,  რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს მათ.

გარდა ამისა, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ გპირდებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოგიგვარებთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics