17:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 18:52:27, 654 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის შეწირულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.         

დღეს, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  ომარ ტაკიძემ და  საკრებულოს თავჯდომარე გიორგი დავითაძემ, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფრიდონ მახარაძის მამასთან ერთად, საქრთველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შეწირული გმირთა მემორიალი გვირგვინითა და  ყვავილებით შეამკეს.

ხელმძღვანელმა პირებმა ფრიდონ მახარაძის მამას კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის ფრიდონ მახარაძის  თავდადება სამაგალითოა. 
ფრიდონ მახარაძე 1993 წლის 27 სექტემბრიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. მახალაკიძეების საჯარო სკოლა ქართველი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად ფრიდონ მახარაძის სახელს ატარებს.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics