2020-09-27 18:29:15, 642 ნახვა
რეგიონი
პაპი ფრანცისკე - ვლოცულობ კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის
რომის პაპი ფრანცისკე აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. - ამის შესახებ პანტიფიკმა, ვატიკანში პეტრეს მოედანზე გამართული ქადაგებისას განაცხადა.
„ვლოცულობ კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის და ვთხოვ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს პრობლების მოგვარებისთვის გამოიჩინონ კეთილი ნება და ძმური ჟესტი არა ძალისა და ტყვიების გამოყენებით, არამედ დიალოგითა და მოლაპარაკებებით“, – განაცხადა რომის პაპმა.
დღეს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა მთიან ყარაბაღზე.
აზერბაიჯანის ინფორმაციით, კი ეს იყო პასუხი აზერბაიჯანული სოფლების დაბომბვისა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,