|
2020-09-25 16:20:55, 466 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების შესახებ. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას და ა.შ. დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი, მოადგილე ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები არჩევნების ანალიტიკოსი პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრეს-სპიკერი ესწრებოდნენ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)