|
2020-09-25 11:46:39, 494 ნახვა
კომენტარი
გომელაური: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა გუშინ უფრო სუსტი იყო, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესახებ გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე ორი-სამი წელია, რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად: შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან ერთად. ეს ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა, 2019 წელს შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების გაძლიერება, გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, რომ აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრებისთვის, თუ სხვა ჯაშუშებისთვის შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან. კიბერშეტევებზე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი სამსახური და სპეცსამსახური იყო ჩართული, ვმუშაობთ კოლეგებთან ერთად და მათთან გახსნილები ვართ, ინფორმაციას ერთობლივად ვცვლით. სტრატეგია არსებობს, რა თქმა უნდა და მას მივყვებით. დღევანდელი ფორუმიც მაგის შედეგია, ხედავთ რა დიდი ინტერესია დღევანდელი დღის, ელჩების, ჩვენი პარტნიორებს მეგობრების დასწრება იმას მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა არის ინტერესით ჩართული ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)