12:14 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 11:34:06, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 27-ე პაციენტს არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 27-ე პაციენტს არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდამ

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმედ შეფასდა.

„გარდაცვლილი პაციენტი, 54  წლის, კაცი, ქ. ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში“ შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე“, - აცხადებენ კლინიკაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics