18:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 17:43:29, 644 ნახვა

სამართალი
ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში, ჯ.ჭ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას - ო.ჭ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ო.ჭ. სიკვდილს გადაურჩა.

ჯ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ჯ.ჭ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც  ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics