04:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 17:06:52, 755 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული ბიზნეს-მიმართულების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები.

აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრების საქმიანობა შეიზღუდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა პრობლემების წინაშე დააყენა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.

„ეკონომიკის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან ეკონომიკური სტიმულირებისა და ხელშეწყობის პაკეტების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ჯგუფია ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები. ჩვენ მათთან გასულ კვირას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. შედეგად, აეწყო ინფორმაციის გაცვლის პროცესი. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა უკვე კონკრეტული საკითხების განსახილველად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე საბანკო სექტორთან, ბანკების ასოციაციის დახმარებით, რადგან ბიზნესის პრობლემების ძირითადი ნაწილი აქაც საბანკო ვალდებულებებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics