13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 13:21:14, 616 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ირანის ორ მოქალაქეს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობისთვის 7 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად  გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა  და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ჰ.მ. და მ.შ.  სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს თ.მ.-ს,  მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელჩანთა  გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ჰ.მ. იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მ.შ.-ს, ვინაიდან ის ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და  მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად ჰ.მ.-ს 7 წლით, ხოლო მ.შ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics