13:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 15:02:19, 591 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე  სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე,  ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა.

სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ეწყობა წყალ-მცენარეებით გაწყობილი აუზი, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

მიმდინარე პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 681 453 ლარია გამოყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics