|
2020-09-21 15:14:59, 712 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. მშენებელი კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზე, ბოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დრო, დაახლოებით 2 საათია, ხოლო ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. „ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, აღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის 3.5 საათი იქნება საჭირო. საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე კი 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)