15:26 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 18:12:29, 893 ნახვა

სამართალი
პროკურორი - პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახს ყარაბაღთან დაკავშირებულ იარაღით ვაჭრობაზე ინფორმაცია მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა

პირი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახს ყარაბაღთან დაკავშირებულ იარაღის უკანონო ვაჭრობაზე ინფორმაცია მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას გამოძიებას ფურცხვანიძესთან სხვადასხვა სახის კითხვები ექნება.

„პირველ რიგში, კითხვები გვექნება ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მიიღო ამ პიროვნებისგან ეს ფოტოები, რაც შემდგომ გამოძიებას წარმოგვიდგინა. ჩვენთვის საინტერესო საკითხია ოჯახის მირ გაჟღერებული იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტი, ყარაბაღს რაც უკავშირდება. 30 აგვისტოს რა განცხადებაც გააკეთეს ოჯახის წევრებმა. დავით ფურცხვანიძე იყო ის, პიროვნება ვინც ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. ეს პიროვნება საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში დავით ფურცხვანიძე გამოკითხვაზე იმყოფება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics