|
2020-09-18 14:51:18, 598 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ჩვენი პრობლემაა პოლიტიკური კლოუნების ჯგუფი ივანიშვილის გარშემო, რომელთაც სურთ დაგვტოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეზე
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება. გიგა ბოკერიას თქმით, პროვოკაციას რუსეთისთვის წარმოადგენს არა რაიმე ერთი გუნდი, არამედ მთლიანად საქართველო, თავისუფლება, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და თავისუფალი სამყარო. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი გუნდი, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა დატოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად. „ჩვენი პრობლემა არის არა პატარა პარტიები, არამედ დიდი ჯგუფი პოლიტიკური კლოუნების ივანიშვილის გარშემო, რომელსაც არ სურს არაფრის შეცვლა და სურს, რომ დაგვტოვოს დამოკიდებული რუსეთის საფრთხეზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მათმა მოქმედებებმა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ჩრდილოელი მტრის პოზიციები გააძლიერა და ჩვენ უფრო სუსტ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ივანიშვილის და მისი ჯგუფის მოქმედებები გვხდის ეკონომიკურად, უსაფრთხოების სფეროში და პოლიტიკურად ძალიან დაუცველს რუსეთთან მიმართებაში. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ისინი აღარ შეგვიქმნიან საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ოკუპაცია შეწყდება და ეთნიკური წმენდის შედეგები აღმოიფხვრება. ეს არის ჩვენი და ქართველი ხალხის ამოცანა. გასაგებია, რომ ლავროვი გვგულისხმობს ჩვენ და სხვა ევროპულ ძალებს, როდესაც საუბრობს პროვოკაციაზე, თუმცა პროვოკაციას რუსეთისთვის წარმოადგენს მთლიანად საქართველო. მათთვის პროვოკაციაა თავისუფლება, სუვერენიტეტი და მეზობლების სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)