|
2020-09-18 10:10:35, 564 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
„საქართველოს ბანკმა“ ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის.”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ–ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები“,- განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)