|
2020-09-17 15:16:24, 824 ნახვა
კომენტარი
სებასტიან მოლინეუსი: მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია ვაჩვენოთ, რომ საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია
„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ძლიან კარგად უპასუხა კორონა ვირუსის გამოწვევებს, გაატარა რა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ღონისძიება", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობს განუცხადა. მისი შეფასებით, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალური დაცვისა და სოციალური ზეგავლენის თვალსაზრისით; მესამე - ეს არის ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები ეკონომიკის ისეთი სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორი. „ამიტომ, ზოგადად, ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო მთავრობის მეირ განხორციელებული ღონისძიებები", - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა. სებასტიან მოლინეუსის თქმით, როდესაც ტურიზმი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 26%-ს შეადგენს, ის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი სექტორია, რომელსაც დღეს მხარდაჭერა სჭირდება. „ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის წლიური მაჩვენებელი 16-18%-ით შემცირდა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს ტურიზმზე. დღეს ჩვენ განვიხილავთ საპასუხო ღონისძიებებს ამ უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. პირველი: მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა უსაფრთხო დანიშნულების ადგილია ამ თვალსაზრისით. მეორე - საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელია განვავითაროთ ციფრული ტექნოლოგიები, რათა საქართველოში ჩამოსულ ტურისტს შეეძლოს ისარგებლოს უკონტაქტო ტექნოლოგიებით, მათ შორის, ე.წ. „კარიდან-კარამდე" ტრანსპორტირებისას, როდესაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უშუალო კონტაქტები. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს ტურიზმის სექტორის მხრიდან ინვესტირებას ციფრულ ტექნოლოგიებში", - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა. ამასთან, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდეს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირება. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი, სხვა დეველოპერ პარტნიორებთან ერთად, ამ სამივე კომპონენტში - მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მხარს დაუჭერს საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად აუცილებელი ღონისძიებების გატარების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)