21:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:30:13, 590 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სასამართლოზე შესაძლოა დაზარალებულები ან ბრალდებულები დაიკითხონ

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქრო გრიშაინის განცხადებით, დღევანდელ სასამართლოზე შესაძლოა დაზარალებულები ან ბრალდებულები დაიკითხონ.

მისი თქმით, აქამდე დაკითხული მოწმეებით უკვე უარყოფილ იქნა ბრალდებს მხარის პოზიცია და ვერსია, რომ იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

 „გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები შესაძლოა წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლიონ დღეს და ამის უფლება აქვს ბრალდების მხარეს. არ გამოვრიცხავ რომ დაიკითხონ დაზარალებულები ან ბრალდებულები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი რომ სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია.

ვინც არ უნდა დაიკითხოს, აქამდე დაკითხული მოწმეებით უკვე უარყოფილ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია და ვერსია, რომ იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და პირიქით მტკიცდება ის ფაქტი, რომ ადგილი არ ჰქონია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“, - განაცხადა გრიშიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics