|
2020-09-17 11:11:38, 551 ნახვა
კომენტარი
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს მყარად ვიდგეთ ფეხზე
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებსაც შეეხო. "ამ ერთმა წელმა, მსოფლიოს ერთმა დიდმა პრობლემამ, რომლის წინაშე ყველა ვდგავართ, დაგვანახა, რომ ქვეყნად სტაბილური არაფერია, თვით აწყობილი ეკონომიკაც კი. ფეხზე მყარად მდგომმა ქვეყნებმაც იგივე განიცადეს, რაც ჩვენ. თითქოს ყველა პრიორიტეტმა ერთად დაკარგა აზრი და დარჩა მხოლოდ თვითგადარჩენა. აღმოჩნდა რომ ტურიზმიც და ბევრი სხვა სფეროც აზრს კარგავს, როცა მსოფლიო იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის, იკეტება საზღვრები და ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან. აი, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება არსებობის ალტერნატივა, ის, რაც ნებისმიერი კრიზისის დროს გადაგვარჩენს. ეს არის ჩვენი საკუთრი საწარმოები, საკუთარი მეურნეობები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე იქნება მოთხოვნადი. შიდა ბრუნვა, ერთგვარი თვითგამოკვება. ეს გზა უნდა ვეძებოთ ჩვენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებებზე პანდემიის მიმართ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე და ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს. "ჩემი და ჩემი გუნდის საზრუნავი არის ზუსტად ალტერნატიული გზების ძიება. კულტურისა და განათლების წამოწევასთან ერთად ქართული წარმოების ხელშეწყობა და შესაბამისად თანამოქალაქეების დასაქმება. თვითმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობით ერთად ბრძოლა ქალაქის წარმატებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს, როგორიც ამ შემთხვევაში კოვიდმა შეგვიქმნა, მყარად ვიდგეთ ფეხზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)