|
2020-09-16 19:57:41, 858 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყაზბეგში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ ინფორმაცია პროკურატურამ განუცხადა. შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის" მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, მოკლა ა.მ. სამართალდამცველებმა ვ.გ. 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)