12:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 12:56:54, 612 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.

ჩვენ საქართველოს განვითარების გზაზე დავაბრუნებთ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს.

„მოგესალმებით , ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე გვაქვს. საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც ხედავთ აქ ვდგავართ, არა თუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა და რესურსიც შეემატა, პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ, დავაბრუნებთ საქართველოს განვითარების გზაზე“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics