2020-09-14 11:47:43, 1788 ნახვა
საზოგადოება
NDI: მოსახლეობის 27 პროცენტისთვის განათლების სისტემის ყველა დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებაა
მოსახლეობის 27% საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს ასახელებს.
ამის შესახებ კვლევას NDI აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, გამოკითხულთა 22 პროცენტისთვის პრობლემა მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაშია, ხოლო 20 პროცენტისთვის უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური. მოსახლეობის 10 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში პრობლემა არ არსებობს. გამოკითხულთა 9 პროცენტი პრობლემად სასწავლო მასალებზე მაღალ ფასს ასახელებს. 7 პროცენტისთვის კი, ეს არის სასწავლო მასალების/წიგნების დაბალი ხარისხი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან