18:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 16:19:45, 2475 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმისა და ქობულეთის გარდა, ხელვაჩაურშიც სწავლა საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან დაიწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში კორონავისურთან დაკავშრებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის შემდეგ შეჯამდა რეგიონში არსებული კოვიდვითარება და გაკეთდა განცხადებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან და ზომების გამკაცრებასთან დაკავშირბით.

,,მომატებული რისკების ფონზე ჩვენ ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ბათუმსა და ქობულეთს დაემატა ხელვაჩაური, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 1 ოქტომბრიდან, ხოლო მანამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. მაღალმთიან აჭარაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა კოორდინაცია გაუწიოს სასტუმროებს, სადაც მოხდება უსიმპტომო პაციენტების მოთავსება და მკურნალობა.

,,ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას. რეგიონის ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაგვიფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, 80-ზე მეტი კოვიდინფიცირებული, ჩვენ შემდგომ დღეებში ველოდებით, რომ ეს რიცხვი იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა უწყება მუშაობს გამართულად და შემდეგ დღეებში ჩვენ ველით, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ისევ ეფექტურად შევძლებთ ამ ყველაფრის მართვას, როგორც აქამდე ვაკეთებდით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში მიმდინარეობს სკოლების შემოწმება და მონიტორინგი. შემოწმების შედეგების თანახმად, სკოლების უმეტესობა აკმაყოფილებს სტანდარტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics