09:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 12:55:47, 1687 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის ( MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საჰაერო თავდაცვის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით ფრანგულ მხარესთან, ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, აღჭურვილობის ტრნასფორმაციასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics