09:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 11:24:55, 1653 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ სიაში შევლენ ის ლიდერები, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენეს

„ქართული ოცნების“ სიაში შევლენ ის ლიდერები, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, რათა საზოგადოებას შეექმნას სიახლის ილუზია, თუმცა, ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს და მთავარია ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები.

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, უიმედობაში და ვერ თავაზობს გამოსაცვალს ამ გაჭირვებიდან და პრობლემებიდან. ამიტომ, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს საბოლოოდ სია, ნათელია, რომ ამ სიაში იქნებიან ის  პოლიტიკური ლიდერები, ვისი პასუხისმგებლობაცაა დღეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ფონი და რათქმანდა, იქნებიან ნულოვანი წონის მქონე ახალი სახეები, რომელთა ერთადერთი ამოცანა იქნება ამ სიის გაფერადება და სიახლის ილუზიიის შექმნა. თუმცა, ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ, ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, მთლიანად ამ გუნდზე უარის თქმა და ამ არჩევნების გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს დაასახელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics