09:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 17:27:51, 2394 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე

„ქართული იცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა"-ს პერსონალს შეხვდა. ქარხანა 1996 წლებიდან  მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და რეზინის ნაკეთობებს და მისი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, ვინაიდან ამიერკავკასიაში ანალოგიური წარმოების ქარხანა არ არსებობს.

საარჩევნო პროგრამის პარალელურად მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა - ბიზნესის თავისუფლება, მისი განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტუალობა და ხარისხი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნა, ბიზნესის დახმარების გზები.

შეხვედრაზე ქარხნის პერსონალმა კანდიდატის  გეგმები და ინიციატივები მოისმინა, ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე.

„ქუთაისი ისეთი ტრადიციების ქალაქია კულტურის, განათლების, ინდუსტრიული წარმოების, ბიზნესის მხრივ სულ ცოტა ხელის შეშველება სჭირდება, ადამიანების ჩართულობა და თვითმმართველობის კეთილგანწყობა მწარმოებელებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც საქმიანი ქუთაისის სახეს წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics