19:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 12:28:24, 2922 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები გაუქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც Live რეჟიმში გადაიცემა და მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, „თბილისობა 2020“-ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს“, -  განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics