|
2015-09-14 14:45:20, 3096 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
გურჯაანში აქციის მონაწილეებმა თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთი გადაკეტეს. აქციაზე მევენახეები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან არიან შეკრებილი და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება ისინი არ დაიშლებიან და ვენახებს გაჩეხავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, მევენახეებს დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი შეხვდა. მან გლეხების მოთხოვნები მოისმინა, თუმცა მისი თქმით, ყურძნის ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა სახელმწიფო. ამასთან, როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, სუბსიდია სახელმწიფოს საჩუქარია. „მოსახლეობაში ისეთი განწყობაა, თითქოს ფასებს ჩვენ ვარეგულირებთ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი, რომელიც 35 თეთრის ფარგლებში შემოიფარგლება. რაც შეეხება კერძო სექტორს, რა ფასად ჩაიბარებს ყურძენს, ეს არ არის სახელმწიფოს სარეგულაციო ნაწილი, კერძო სექტორი თავის ფასს თვითონ შესთავაზებს", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)