02:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 18:30:33, 5768 ნახვა

მსოფლიო
კოლესნიკოვამ უკრაინის საზღვარზე პასპორტი დახია, რომ ბელორუსიდან არ გაეგდოთ

ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კოლსენიკოვამ, პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოგვიანებით განმარტება ტელეკომპანია "დოჟდთან" გააკეთა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ კოლესნიკოვას უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

უკრაინის ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოლესნიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა საზღვარზე უკრაინელ მაღალი რანგის პირებს მისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცათ. 
არსებული ინფორმაციით კოლესნიკოვა დაკავებულია ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
კოლესნიკოვას გატაცებას ეხმაურებიან ევროპელი დიპლომატები, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჰაიკო მაასის განცხადებით, კოლესნიკოვას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ლუკაშენკოა პასუხისმგებელი. 
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ კოლესნიკოვამ და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორმა წევრმა ქვეყანა დატოვეს და უკრაინაში გაემგზავრნენ. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში განმარტეს, რომ დღეს დილით უკრაინაში გადასვლის დროს მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მარია კოლესნიკოვა დააკავეს.

7 სექტემბერს ბელარუსის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უცნობმა პირებმა გაიტაცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics