00:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 15:21:53, 4448 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ბრალდებულებმა გამოძიებას მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა მოუსპეს

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებს ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდათ როდესაც უწყებაში მივიდნენ, შესაბამისად,  გარდაცვლილის ტანსაცმელზე მათი დნმ ვერ ამოვიდოდა.

ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები მოემზადნენ და ისე მოვიდნენ და იცოდნენ, რომ მათ ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა.

„შეუძლებელია ადამიანი ამდენი ხანი წყალში იმყოფებოდეს და მასზე დნმ -ის ან მიკრონაწილაკების კვალი დარჩეს, თუნდაც ფრჩხილებში. ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე. ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ყველას დაჭრილი ჰქონდა. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ მათ უკვე იცოდნენ, რომ მათ ტანსაცმელზე კვალი არ იქნებოდა. მათ ტელეფონებშიც წაშალეს მტკიცებულებები და გამოძიებას მოუსპეს ამ მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics