09:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 22:30:41, 3074 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ წვრთნების საპასუხოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთი „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ წვრთნების საპასუხოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

„საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება საფრთხის მატარებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმიური ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მსგავსი სახის საერთო წვრთნები ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი საბრძოლო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების წარმოების დამატებითი უნარები.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების მსგავსი პრაქტიკა სერიოზული საფრთხის მატარებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და ძირს უთხრის კონფლიქტების დარეგულირების არსებულ საერთაშორისო ფორმატის ძალისხმევას". – ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics