00:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:00:45, 3654 ნახვა

სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება და დაზარალებულის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრი თავად ავრცელებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი. გარდა ამისა, ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული დაზარალებულის მოთხოვნები.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც  თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics