19:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 13:21:45, 3087 ნახვა

საზოგადოება
7-10 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

7-10 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 11-13 სექტმებერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება თბილისს, აქ 7-10 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-10 სექტემბერს  +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics