21:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 10:49:20, 2482 ნახვა

საზოგადოება
8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა

8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა უკიდურესად მძიმეა.

ბავშვი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა“, - განაცხადეს საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაიკერთა შეჯიბრების ფარგლებში მიმდინარე რბოლის დროს მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics