2020-09-04 13:28:59, 3005 ნახვა
პოლიტიკა
NDI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის სადამკვირვებლო მისია არ ჩამოვა, - ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს დისტანციურად განახორციელებენ.
NDI-ის განცხადებაში ყურადღება გამახვილებული იმაზეც, რომ არჩევნების შემდეგ ოგანიზაცია ანგარიშსაც გამოაქვეყნებს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს, შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. „ენდიაი“ გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან