|
2020-09-03 14:13:34, 7282 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებაში ბინების დაკანონების საკითხზე კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, სამინისტროში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ეფექტიანი და სწრაფი წარმართვის მიზნით, სპეციალური ბრძანებით შეიქმნა. კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყებაში ამ ეტაპზე ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით 140 განცხადებაა შესული. კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე განიხილავს, რის შემდეგაც მინისტრს რეკომენდაციებს წარუდგენს. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით17 ივლისს მიიღო. ბინების დაკანონება, სამხედრო მოსამსახურეებს, ყოფილ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხებათ, რომლებიც წლებია თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და ბინების დაკანონენბას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება; მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)