22:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 17:55:18, 3474 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასტუმრო „ოაზისი“ გარკვეული ვადით ჩაიკეტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო „ოაზისი“ გარკვეული ვადით ჩაიკეტება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილისა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო.

„დღესდღეობით, მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის, მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი დაფიქსირდა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ამასთან, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ ამ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს მათი გადანაწილება  თვითიზოლაციასა და კარანტინში, პროტოკოლის შესაბამისად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics