|
2020-09-02 17:36:55, 3497 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ბიზნესის მხადასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა
„თიბისი“ აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას. „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბიზნესებს, ვსწავლობდით თუ რა სჭირდებოდათ საქმიანობის გასამარტივებლად, რა ოპერაციებს ასრულებდნენ ყველაზე ხშირად და სად იყო გამარტივების შესაძლებლობა. ამას გარდა, მუდმივად ვიღებდით მათგან უკუკავშირს, რომ გაგვეგო როგორი მობაილბანკი სურდათ. დღეიდან უკვე მათ შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, დამოუკიდებელი ბიზნეს აპით ისარგებლონ,“ - ამბობს ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის კაპიტანი. ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის დადასტურებაც. მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს. მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ შეამოწმოთ ისინი. „თიბისი“ ყოველთვის სთავაზობს ბიზნესს ისეთ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობას უმარტივებთ. ეს პლატფორმაც ბიზნესის მხარდასაჭერად შევქმენით, რომ უკეთ მოვუსმინოთ მათ, მუდმივად ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში და გავიგოთ რა სჭირდებათ და რა არა. ამასთან ერთად, ბიზნეს აპი არის ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ რა ხდება მათ კომპანიაში. თიბისის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას,“ - ამბობს ნიკა ქურდიანი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)