23:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 20:52:43, 2537 ნახვა

საზოგადოება
ცესკო - არჩევნების ორგანიზებისთვის ყველა პროცედურა დავიწყეთ

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს0სპიკერმა, ანა მიქელაძემ 2020 წლის არჩევნების სამზადისზე ისაუბრა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო, თუმცა დღეს ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც არჩევნების ორგანიზებისთვისაა საჭირო.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის ვქმნით ყველა პირობას, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

„ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“, - განაცხადა პრეს- სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics