|
2020-08-31 21:08:35, 2585 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური არჩილ გაგნიძის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, - „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ბრალდებულმა გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მიეწოდა მისსავე საკანში, თუმცა ამანათის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს არაფერი გაუტანებია იმ მიზნით, რომ ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადაეცა. ამასთან, დღემდე, 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს, არც მისი დაცვის მხარეს არ მიუმართავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის და არ განუცხადებიათ რაიმე ნივთის დაკარგვის შესახებ. მხოლოდ 31 აგვისტოს, ადვოკატის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ გააკეთა თავად ბრალდებულმა განმარტება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან, რომ ამანათის მიღების დღეს, 18 აგვისტოს, ამანათის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ დერეფანში პოლიეთილენის პარკში შეფუთული საცვლები (ტრუსი და მაისური) დადო და ეგონა, რომ ამ ნივთებს მის ოჯახს გაატანდნენ. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი წესის შესაბამისად, დახურული პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები გარკვეული პერიოდულობით ჩამოივლიან დაწესებულებების დერეფნებს, უღებენ საკნის კარებს პატიმრებს, რათა მათ საკანში დაგროვილი ნარჩენები საკნის კართან დერეფანში დადონ (რის შემდეგაც პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში და საკნის კარი იკეტება). შემდეგ დაწესებულების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი ჩამოივლის დერეფნებს და აგროვებს ნარჩენებს. თუ ბრალდებულის მოცემული განმარტება სიმართლეა, მის მიერ დაწესებულების დერეფანში დადებული ნივთები, სავარაუდოდ, ნარჩენებთან ერთად იქნა გატანილი დაწესებულებიდან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)