|
2020-08-31 17:05:53, 3118 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შეცვლილი მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია
„ეკონომიკის ვარდნის ტემპი ივლისში აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს იყო წინა პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -4 დან -5 % ფარგლებში იქნება“, -ასე გამოეხმარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მისი თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შეცვლილი მაკროეკონომიკური პარამეტრები რეალურია. „ივლისში საქართველოს ეკონომიკა -5.5 % შემცირდა, როგორც იცით, ბიუჯეტში ჩადებულია მშპ-ს 4 %-იანი შემცირება. ასიგნებები 15,9 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მთვარობას მივეცით თანხმობა ბიუჯეტის დეფიციტი 8.5 % მდე გაზრდილიყო. თუ პანდემიის მეორე ტალღა არ გვექნა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, მშპ-ს შემცირება -4 დან -5 % ფარგლებში იქნება“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „S&P", ასევე, Fitch Rating-ს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა. „ეს არის დადასტურება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ პანდემიის დაძლევის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს იმას რომ ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკურ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც განპირობებულია იმ ფუნდამენტური რეფორმებით რაც წლების განმავლობაში მთვარობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელა.მათ შორის არის: მოგების გადავადებული გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი), დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, გარდა ამისა, კანონები ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და დერივატივების შესახებ და უმნიშვნელოვანესი კანონპაკეტი, „საინვესტიციო ფონდების" შესახებ და სხვა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)