23:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 15:55:52, 2072 ნახვა

საზოგადოება
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასიცოცხლო ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია.

„სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. აღდგენილია. ასევე, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.

რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით.

ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელებისთვის გასავლელი, მაგრამ იმედია, მათთან ერთად გადავლახავთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics